ზურაბ აზარაშვილი: დღეიდან ექიმს ვალდებულება აქვს ელექტრონული რეცეპტების ბაზაში წამალი გამოწეროს გენერიკული დასახელებით

დღეიდან ექიმს ვალდებულება აქვს ელექტრონული რეცეპტების ბაზაში წამალი გამოწეროს გენერიკული დასახელებით, აქტიური ნივთიერების მითითებით. თუ აქამდე ექიმს შეეძლო პირდაპირ ბრენდის გამოწერა, დღეს გამოწერს გენერიკულ დასახელებას, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში.

„აფთიაქში მისულ პაციენტს შეეძლება შეიძინოს მედიკამენტი ჩვენ მიერ წინასწარ განსაზღვრული პოზიტიური მედიკამენტების სიიდან. ეს სია შედგენილია მაღალი სანდოობის მქონე ქვეყნებიდან იმპორტირებული მედიკამენტებით, სადაც მკაცრი მარეგულირებელი ჰყავს მედიკამენტების წარმოებას. ფარმაცევტს მხოლოდ ამ პოზოტიური სიიდან შეეძლება ყველაზე იაფი სამი მედიკამენტი შესთავაზოს პაციენტს. ანუ, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ შეთავაზებული სამი მედიკამენტი იქნება შესაბამისი ხარისხის, შესაბამისი სერთიფიკატებით დადასტურებული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები