საქართველოში ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების წევრების ვიზიტი იწყება
ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრები საქართველოს დღეს ეწვევიან.
არსებული ინფორმაციით, ისინი განიხილავენ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის კონტექსტში და შეაფასებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.
ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას შეხვდებიან. მოგვიანებით კი დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს.
გარდა მმართველი პარტიისა ევროპარლამენტარები შეხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.