გიორგი გამსახურდია: დამერწმუნეთ, გონჩარენკოს გულის ჯიბეში გეორგიევსკის ლენტა სადღაც ახლაც ექნება ჩაკეცილი
დამერწმუნეთ, გონჩარენკოს გულის ჯიბეში გეორგიევსკის ლენტა სადღაც ახლაც ექნება ჩაკეცილი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი live“-ში განაცხადა.
„სიმართლეს გავუსწოროთ თვალი. უკმაყოფილება უკრაინიდან არის შესაბამისი უწყების სუსტი ნამუშევარი. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ჩვენ რაღაც ჩვენი ბერკეტები გვქონდეს და იქ ვიღაც გია ლორთქიფანიძემ და ვიღაც ძუნგლიანებმა გვაჯობონ. ალბათ, კომუნიკაციის ნაკლებობაც იყო, ალბათ, ზოგიერთმა ადამიანმა ვერ გაიაზრა – სად იყო, ვის და რას ემსახურებოდა. ამ საქმიანობის გამოძახილია. ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ და დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ არ არიან სწორ გზაზე. რიტორიკა, რასაც უკრაინის ოფიციოზიდან ვისმენთ თავიდან ბოლომდე ტყუილია“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.