გიორგი ზაქარაშვილი: უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა
უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა.
მისი ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
„როგორც მებრძოლები გვეუბნებიან არის 8 დაჭრილი – საბედნიეროდ, უმრავლესობა მსუბუქად, თუმცა ერთი შედარებით მძიმედაა. ამ წუთისთვის, მისი მდგომარეობა არ ვიცით, თუმცა ვცდილობთ რომ გავარკვიოთ. ყველას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხაზზე ვართ მათ მეთაურთან. ვდილობთ მივიღოთ ინფორმაცია რა და როგორ ხდება. მათი მარშუტის აღწერისგან თავს შევიკავებ”,- განაცხადა ზაქარაშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.