უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის შვილი: ამბობდა, იქ ბავშვები იხოცებიან და მე აქ როგორ უნდა ვიყოო

“იყო წასული სამშობლოს გამო, სანამ წავიდოდა ამბობდა, იქ ბავშვები იხოცებიან და მე აქ როგორ უნდა ვიყოო”,- ამის შესახებ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის, დავით მენაბდიშვილის შვილი გიორგი მენაბდიშვილი “კურიერთან” საუბრისას აცხადებს.

მენაბდიშვილის თქმით, მამამისი 2008 წელს აგვისტოს ომის დროსაც იბრძოდა.

“იყო წასული სამშობლოს გამო, თითოეული ჩვენგანის გამო, ოჯახების გამო და იმას ამბობდა სანამ წავიდოდა, იქ ბავშვები იხოცებიან და მე აქ როგორ უნდა ვიყოო. 2008 წელშიც ომობდა, 2014 წელსაც იყო უკრაინაში”, – აცხადებს გიორგი მენაბდიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებს ემსხვერპლა ორი ქართველი მებრძოლი – 49 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები