ვაკარჩუკი – რუსებს: თქვენ დუმდით, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა, დუმდით შემდეგაც, როცა რუსეთმა უნამუსოდ წაგვართვა ყირიმი

ცნობილი უკრაინელი მომღერალი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი, რომელიც ფრონტის ხაზზე მოხალისეა და მოქალაქეებს ეხმარება, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და მათ ვლადიმერ პუტინის ქმედებებზე დუმილის გამო აკრიტიკებს.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები პასუხისმგებლები არიან იმ სისასტიკეებზე, რასაც პუტინი, მისი ხელისუფლება და ჯარისკაცები უკრაინაში სჩადიან.

“მრავალი დღეა რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტები მეკითხებიან აზრს და მე მათ არ ვპასუხობ. აი, რას გეტყვით: თითოეული თქვენგანი რუსი ხალხის ნაწილია, თქვენ გაზარდეთ და გამოკვებეთ ეს ნაძირალები, მხეცები, რომლებიც კლავენ მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს. აუპატიურებენ და მარადიორობენ. თქვენ მოიყვანეთ ხელისუფლებაში ყველა ის ადამიანი, რომლებიც ბრძანებებს გასცემენ, დამიზნებით ანადგურებენ სამშობიაროებს, მოხუცთა თავშესაფრებს, სახლებს, რკინიგზის სადგურებს… სავსეს ადამიანებით, რომლებიც თქვენი, რუსული სამყაროსგან გაქცევას ცდილობენ.

თქვენ დუმდით, როდესაც უნდა გელაპარაკათ და გემოქმედათ, როდესაც პუტინი, ვისი მეორე სახელიც ანტიქრისტეა, მოვიდა ხელისუფლებაში, თქვენ დუმდით, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, თქვენ, ასევე დუმდით შემდეგ, როდესაც რუსეთმა უნამუსოდ წაგვართვა ყირიმი, მაშინაც დუმდით. შემდეგ, როდესაც თქვენი ქვეყანა დონბასში ომს აწარმოებდა არ გეყოთ სიმამაცე, რომ გაგეპროტესტებინათ ეს საშინელი მოვლენები. ცხოვრება დაენგრათ მათ, ვისაც ძმებს ეძახდით. ამიტომ ჩვენ არასდროს განვასხვავებთ მათ, ვინც კლავდა და ბრძანებას გასცემდა, იმათგან, ვინც დუმდა და არაფერს აკეთებდა”, – ამბობს ვაკარჩუკი ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები