FAO – უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მსოფლიოში პროდუქტების ფასები რეკორდულად იზრდება

გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მსოფლიოში პროდუქტების ფასები რეკორდულად იზრდება.

აღნიშნული ორგანიზაციის ცნობით, სურსათზე ფასების ზრდა ყველაზე მეტად ღარიბ ქვეყნებშია შესამჩნევი.

„გასული 32 წლის განმავლობაში, მსოფლიო პროდუქტების ფასები არ იყო ისეთი მაღალი, როგორც მარტში. გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინის ომი ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. უკრაინაც და რუსეთიც მარცვლეულის მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყნები არიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები