ემანუელ მაკრონი – კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე ოჯახებმა, რომლებიც წასვლას ელოდებოდნენ, წარმოუდგენელი რამ გადაიტანეს, ეს ამაზრზენია

ამ დილით კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე ოჯახებმა, რომლებიც წასვლას ელოდებოდნენ, წარმოუდგენელი რამ გადაიტანეს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც მაკრონი აღნიშნავს, სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, რაც ამაზრზენია.

„უკრაინელი მოქალაქეები ყველაზე საშინელს გაურბიან. რა არის მათი იარაღი? – ეტლები, სათამაშო დათუნიები და ჩანთები. ამ დილით კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე ოჯახებმა, რომლებიც წასვლას ელოდებოდნენ, წარმოუდგენელი რამ გადაიტანეს. ათობით ადამიანი დაღუპულია, ასობით დაშავებული. ეს ამაზრზენია“, – წერს ემანუელ მაკრონი.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განახორციელეს. ოკუპანტებმა სადგურს ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. დაღუპულია 50 ადამიანი, რომელთაგან 38 სადგურზევე დაიღუპა, ხოლო 12 საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები