რუსეთმა უკრაინაში ”ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება დაავალა საგამოძიებო დეპარტამენტს, ომის წესების დარღვევასთან დაკავშირებით.
კომიტეტის თანახმად, ეს ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციის დებულებებს, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ.
”არსებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მებრძოლმა, ქართული ლეგიონის წარმომადგენლებმა უკანონო ქმედებები ჩაიდინეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. გარდა ამისა, მამულაშვილმა საჯარო განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ აპირებს, განაგრძოს რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის ოპერატიული ბრიგადის წარმომადგენლების წამება და მკვლელობა”, – ნათქვამია კომიტეტის ინფორმაციაში.