ევროპალატის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ევროპალატის დირექტორთა საბჭოს მიერ გამართულ სხდომაში, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგების ეკონომიკური გავლენა ევროპისა და ევროპალატის წევრ ქვეყნებზე, ასევე ევროკავშირის, მეზობელი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხევდრისას ხაზი გაესვა ევროპალატისა და მისი წევრი ქვეყნების როლის მნიშვნელობას უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის კუთხით და ასევე, ერთობლივ ინიციატივებს ომის შედეგად დაზარებული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.

ამასთან, აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერა ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით. შეხვედრისას, ასევე, განიხილეს ევროპალატის 2022 წლის ბიუჯეტი, ევროპალატის წესდებასა და პროცედურულ ნორმებში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომლის წარდგენაც ევროპალატის რიგით 131-ე გენერალურ ასამბლეაზე იგეგმება, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები