ლავროვი: რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის, დაეხმაროს სომხეთს და აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაში. ამის შესახებ სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს იმ სამუშაოს, რომელიც ახლა მიმდინარეობს ერევანსა და ბაქოს შორის და რომელიც სამშვიდობო ხელშეკრულების დადებასთან დაკაშირებით, პირობების შექმნას უკავშირდება”, – განაცხადა ლავროვმა.