ლაგოდეხში ფრენბურთსა და მინი-ფეხბურთში ტურნირი გაიმართა
2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს.
აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც უერთდება.
ლაგოდეხის სპორტდარბაზსა და “რანის” მოედანზე ფრენბურთისა და მინი-ფეხბურთში ტურნირი გაიმართა.
მინი-ფეხბურთში 8-გუნდი იღებდა მონაწილეობას, ხოლო ფინალში აფენი-ლელიანი, აფენის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ფრენბურთი გოგონები: არეშფერანი-ლაგოდეხი, არეშფერანის გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ხოლო ვაჟებში ლაგოდეხი-არეშფერანი, ლაგოდეხის გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები, მედლები და სპორტული საჩუქრები გადასცა.
“ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, ექიმს, მსაჯს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, სპორტის გულშემატკივრებს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!”, – აღნიშნულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.