სოზარ სუბარი – „პატრიოტთა ალიანსზე”: ომის ფონზე, ქართული პარტიის რუსეთში წასვლა ქართული და ცივილიზაციის ინტერესების გამყიდველობაა

ომის ფონზე, ქართული პარტიის რუსეთში წასვლა ქართული და ცივილიზაციის ინტერესების გამყიდველობაა, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტს.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი” მსგავსი ქმედებებით აქამდეც გამოირჩეოდა და მათი ეს ქმედება ყოველთვის მიუღებელი იყო.

„ზოგადად, ინაშვილის პოზიცია მკაფიო იყო, ყოველთვის ამას აკეთებდა და მისი მსგავსი ქმედება ყოველთვის მიუღებელი იყო. თუმცა, იმის ფონზე, როდესაც უკრაინაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი, სისხლიანი და არაადამიანური რუსეთის მიერ წარმოებული ომია, ქართული პარტიის რუსეთში წასვლა, ქართული და ცივილიზაციის ინტერესების გამყიდველობაა“, – განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები გუშინ მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები