საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საბავშვო ბაღები – როგორია კიევში განადგურების მასშტაბები

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, კიევში 208 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაცია ავრცელებს.

დედაქალაქში დაზიანებულია 46 სკოლა, 29 საბავშვო ბაღი და ერთი ბავშთა სახლი.

ასევე დაზიანებულია 48 ადმინისტრაციული შენობა; 2 სპორტული ობიექტი; სოციალური სფეროს 5 ობიექტი; ჯანდაცვის სფეროს 17 შენობა; 10 კულტურული დაწესებულება; სატრანსპორტო ინფრაქსტრქუტირს 48 ობიექტი.

აღინიშნება, რომ ყველა ეს ობიექტი აღირიცხება, და ექსპერტები მათი დაზიანების ხარისხს დაადგენენ, ამის შემდეგ კი ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები