რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინა მთლიანად დატოვა
უკრაინელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ უკრაინა რუსი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის ჯარების ნაწილი ბელარუსში გაგზავნეს, მეორე ნაწილი კი საბრძოლველად დონბასში გაუშვეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ჟივიცკი. მისი ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი სრულად დატოვეს.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსები ქალაქ იზიუმიდან სამხრეთით დაწინაურებას განაგრძობენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 8 April 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/lrfW1pqwQe
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/WPHtWTQEnp
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) April 8, 2022