ლიზ ტრასი – უკრაინაში ომი ახალ და განსხვავებულ ფაზაში შევიდა

უკრაინაში ომი ახალ და განსხვავებულ ფაზაში შევიდა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში, „ახლა უფრო კონცენტრირებული რუსული შეტევაა“ და ნატო ამასთან საბრძოლველად უკრაინისთვის ახალი აღჭურვილობის მიწოდებას დათანხმდა.

როგორც მან ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ აღნიშნა: „პუტინმა შეცვალა თავისი ტაქტიკა, მაგრამ არა მისი განზრახვა. მას სურს მთელი უკრაინის კონტროლი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები