შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“NATO-ს მინისტერიალზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ხანმოკლე საუბრის შესაძლებლობა მომეცა. შევთანხმდით მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – წერს ილია დარჩიაშვილი “ტვიტერზე”.
At the NATO Ministerial Meeting had an opportunity to have a short exchange with Ukrainian Foreign Minister @DmytroKuleba. Agreed to continue close communication and I reiterated 🇬🇪's support to 🇺🇦. pic.twitter.com/erKJjn6TUm
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 7, 2022