პაატა მანჯგალაძე: ესენი “პატრიოტთა ალიანსი” არ არიან, ესენი არიან მოღალატეთა ალიანსი

იმ ხელისუფლებასთან ლაპარაკი, რომელიც ომის დანაშაულებს ჩადის, მტერთან კოლაბორაციას ნიშნავს, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე “პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტს.

მისი თქმით, ის, რასაც დღეს “პატრიოტთა ალიანსი” აკეთებს, უმსგავსობა და უზნეობაა.

“ესენი “პატრიოტთა ალიანსი” არ არიან, ესენი არიან მოღალატეთა ალიანსი და ასე მოვიხსენიოთ სხვა დროს.  მოსკოვში მათი ვიზიტები უნდა განვიხილოთ შაჰ-აბასის მიერ კახეთიდან მოსახლეობის გადასახლების შემდეგ, კეთილმეგობრობაზე სასაუბროდ რომ ჩასულიყო შაჰ-აბასთან ქართული დელეგაცია. რასაც დღეს “პატრიოტთა ალიანსი” აკეთებს, უმსგავსობა და უზნეობაა”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთში გუშინ ჩავიდა და ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბაროვს შეხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები