„აწარმოე საქართველოში“ ხვალ, ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს

7 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსის“ „გარდენ ჰოლში“ გაიმართება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამის პრეზენტაცია.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამა გულისხმობს ექსპორტიორი კომპანიებისთვის მხარდაჭერას ბრენდინგში, სერტიფიცირებაში, საერთაშორისო ქსელში შესვლაში.

პროგრამის პრეზენტაციას სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი გამართავს, პრეზენტაციის შემდეგ Q&A სესია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები