პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია-პერფორმანსი გაიმართა
საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინისათვის სოლიდარობის ნიშნად აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
მოქალაქეები პარლამენტის წინ ხელებშეკრული დაწვნენ, რითაც ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები გააპროტესტეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჟურნალისტებმა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ ბუჩაში მოკლული ადამიანების ფოტო-ვიდეო მასალა გაავრცელეს, რომელთა ნაწილს ხელები შეკრული აქვს. უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.