ძლიერი წვიმების შედეგად, სოფელ სორგითში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ძლიერი წვიმების შედეგად, სოფელ სორგითში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, მთიდან ჩამოწოლილმა მასამ სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა დააზიანა.

რაჭა-ლეჩხუმ/ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – გიორგი მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი და მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი ადგილზე იმყოფებოდნენ და შექმნილ ვითარებას გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა მუნიციპალიტეტის ცენტრს სრულად მოწყვიტა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი.

არსებული ინფორმაციით, საჭიროა მთიდან ჩამოწოლილი ნაშალი მასის წმენდა, დროებითი გზის მოწყობა და შემდგომ ნაპირსამაგრი ღონისძიებების დაგეგმვა – განხორციელება.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ცხმორი – ღუნდის დამაკავშირებელი ალტერნატიული შემოვლითი საფეხმავლო გზის აღდგენითი სამუშაოები, მობილიზებულია სპეცტექნიკა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან სოფლის მოსახლეობასთან.

დაზიანებული გზის მონაკვეთთან დაკავშირებით საჭიროა გეოლოგიური კვლევა, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩატარდება. მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, მოხდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები