სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია შვედეთსა და საქართველოს შორის ხედვების გაზიარება

ძალიან მნიშვნელოვანია შვედეთსა და საქართველოს შორის ხედვების გაზიარება უკრაინაში მიმდინარე საშინელ ომზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“პიტერ ჰულთკვისტი საქართველოს სტუმრობს. ძალიან მნიშვნელოვანია შვედეთსა და საქართველოს შორის ხედვების გაზიარება უკრაინაში მიმდინარე საშინელ ომზე, რეგიონულ სიტუაციაზე, შავი ზღვის მომავალსა და ასევე, იმ შესაძლებლობების ფანჯარაზე რასაც ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ჰქვია”, – წერს პრეზიდენტი “ტვიტერში”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები