აშშ რუსულ ეკონომიკაში ყველა ახალ ინვესტიციას კრძალავს

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის ეკონომიკაში ახალ ინვესტიციებს კრძალავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებისთვის გამართულ სპეციალურ სატელეფონო ბრიფინგზე თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა თქვა.

„დღეს, G7-სა და ევროკავშირთან კოორდინაციით, რუსეთის ფედერაციაში ახალ ინვესტიციებს ვკრძალავთ“, – განაცხადა მან და განმარტა, რომ შესაბამის განკარგულებას ხელს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოაწერს.

„ჩვენი კერძო სექტორის ინვესტიციების გარეშე, პუტინი დაკარგავს გამოცდილებებს და უნარებს, რომლებიც თან ახლავს ინვესტიციებს და რუსეთისთვის ჩვენი “ინტელექტის გადინების” შედეგები  მნიშვნელოვანი იქნება“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები