ოხანაშვილი – კულებაზე: რას შეიძლება, ემსახურებოდეს ის, რომ ჯერ რაღაც დაგაბრალო და შემდგომ შენ გთხოვო, წარმოადგინო მტკიცებულებები?!

რას შეიძლება, ემსახურებოდეს ის, რომ ჯერ რაღაც დაგაბრალო და ამ დაბრალების შემდგომ შენ გთხოვო, წარმოადგინო მტკიცებულებები?! რას ნიშნავს ეს? დიპლომატიის რომელ წესებში ჯდება?, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, ანრი ოხანაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ომის პარალელურად, საქართველოსთან მიმართებით არაერთი ბინძური პროვოკაცია ხორციელდება.

“ძალიან მძიმეა საუბარი უკრაინის ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც ომშია ჩართული, მაგრამ ჩვენ, ყველა მომსწრე ვართ, რომ, ომის პარალელურად, საქართველოსთან მიმართებით არაერთი ბინძური პროვოკაცია ხორციელდება”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ოფიციალური კიევი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები