აშშ-ის ელჩი ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ესტუმრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამერიკელ დიპლომატებს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა.
სტუმრები სასწავლო დაწესებულების შესახებ პრეზენტაციას გაეცნენ და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ვიზიტის დასასრულ, აკადემიის რექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.