ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 6 პირი, 8 კი დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქები, სოფლები და დასახლებები დაბომბეს. აღნიშნულის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

“რუსი ოკუპანტების დაბომბვებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და სოფლის მეურნეობის მანქანები. ადგილობრივი ხელისუფლება აგრძელებს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემას, მსურველებს კი ხარკოვიდან მატარებლით სხვა უფრო უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ვთავაზობთ“, – აცხადებს გუბერნატორი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები