“გაუმართლებელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” – იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს
იტალიამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატი გააძევა. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ელჩს, სერგეი რაზოვს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობეს, სადაც ის დაბარებული იყო.
როგორც იტალიის პირველმა დიპლომატმა, ლუიჯი დი მაიომ თქვა, გადაწყვეტილება ევროპელ და ნატო-ელ პარტნიორებთან კოორდინაციაშია მიღებული.
“ეს ნაბიჯი დაკავშირებულია უსაფრთხოების საკითხებთან შექმნილი კრიზისული ვითარების კონტექსტში, რამაც გამოიწვია რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა გაუმართლებელმა აგრესიამ”, – თქვა დიპლომატმა.
დღეს ასევე 15 დიპლომატის გაძევებაზე დანიამ გამოაცხადა.
წინა დღით, დიპლომატიური მისიიდან გერმანიამ პერსონა ნონ გრატად 40 თანამშრომელი გამოაცხადა, საფრანგეთმა კი – 35.
ლატვიამ და ლიეტუვამ ელჩები გააძევეს და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დონის შემცირებაზე განაცხადეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge