შტაინმაიერი: პუტინის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გამორიცხულია

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხა, სანამ ვლადიმერ პუტინი ამ ქვეყნის პრეზიდენტია.

მისი თქმით, “პუტინის რუსეთთან თანამშრომლობა აღარ არის შესაძლებელი, როგორც ეს იყო წინა წლებში”.

ამის შესახებ შტაინმაიერმა ZDF-ის ეთერში თქვა.

კითხვაზე, არის თუ არა ჯერ კიდევ შესაძლებელი მომავალი პუტინის რუსეთთან, პოლიტიკოსმა თქვა: „რაც შეეხება რუსეთს, უნდა გითხრათ, რომ არ ვიცი“.

შტაინმაიერმა რუსეთის პრეზიდენტს “ომის ბუნკერიდან გამჩაღებელი” უწოდა.

“დარწმუნებული ვარ, აღარ დაბრუნდება ის ნორმალიზება, რომელიც პუტინის რუსეთში არსებულ სტატუს კვოს უძღოდა”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამასთან, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვთან ურთიერთობაში დასავლეთს ბევრი ჩავარდნა აქვს. კერძოდ, მან ვერ შეძლო რუსეთის ინტეგრაცია ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში.

”ეს არის ის მწარე შედეგები, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდით”, – აღიარა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

გუშინ შტაინმაიერმა აღიარა, რომ რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებით ცდებოდა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები