მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ბოლო თვეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე
არსად აღარ იღებენ ჩვენს მთავრობას და აქაც მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე ჩამოდიან, იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ასეთი სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მას დღეს იმისთვის ასამართლებენ, რომ საქართველო რუსებს არ ჩააბარა.
“დღეს ყველამ კარგად იცის, რისთვის მასამართლებენ. მასამართლებენ იმისათვის, რომ არ დავუწექი რუსებს და არ ჩავაბარე საქართველო.
მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და ეს თქვა ევროპარლამენტის წევრების ძალიან დიდმა და ყველაზე დიდმა ავტორიტეტებმა. საქართველოში ბოლო თვეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე. უკაცრავად, მაგრამ ეს რეალობაა – არსად აღარ იღებენ ჩვენს მთავრობას და აქაც მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე ჩამოდიან, იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ასეთი სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე”, – განაცხადა სააკაშვილმა.