ირაკლი კობახიძე: უკრაინიდან კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით ომის წინ შემოვიდა – როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, შეგიძლიათ – მოიკითხოთ

“უკრაინიდან კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით ომის წინ შემოვიდა. როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ  – მოიკითხოთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალმდებელმა განცხადების სიმართლე უნდა დაამტკიცოს.

„რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება-არდამტკიცებას – ეს არის უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. როდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების პოზიცია არის მარტივი – უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ყველაფერზე, თუმცა, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ვერც ვერავითარ წყაროს და მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ. ამას აქვს მარტივი მიზეზი – ეს არის აბსურდი“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები