კახა კუჭავა: წარმოუდგენელია, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს მომავალი, რუსეთისთვის სათანადო პასუხის გაცემის გარეშე
წარმოუდგენელია, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს მომავალი, რუსეთის შემაძრწუნებელ სისასტიკეზე სათანადო პასუხის გაცემის გარეშე, – წერს
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა სოციალურ ქსელში.
კუჭავა უკრაინის ქალაქ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოკუპანტები უკრაინელების მიმართ იმავე მეთოდებს იყენებენ, რაც საქართველოში გამოიყენეს.
“წარმოუდგენელია, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს მომავალი რუსეთის შემაძრწუნებელ სისასტიკეზე სათანადო პასუხის გაცემის გარეშე.
საქართველოს ახსოვს ჩვენი წამებული გმირები და ოკუპანტი იმავე მეთოდებს იყენებს, რომლებიც სასტიკია, უღირსია და ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას“, – წერს კახა კუჭავა „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსი ოკუპანტების გასვლის შემდეგ საერთო სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ამასთან, უკრაინელთა ცხედრებს ქუჩებსა და გზებზე პოულობდნენ. მათივე თქმით, დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge
Unimaginable what the future of the civilized world will be, without giving a proper response to the shocking cruelty of Russia. Georgia remembers our tortured heroes, and occupant uses the same methods that are cruel, unworthy and destroy the peaceful population #BuchaMassacre pic.twitter.com/g7ppMZNeFK
— Kakha Kuchava (@kkuchava) April 4, 2022