ილია დარჩიაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულმა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა პრემიერს გაწეული ნდობისთვის.
„ბატონო პრემიერმინისტრო, პირველ ყოვლისა, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის. თქვენს გუნდში, თქვენთან ერთად, ჩვენი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს და პროფესიულ ცხოვრებაში წარმატებები უსურვა.