ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 2 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 685 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 649 430 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 628 643, გარდაიცვალა 16 758 პაციენტი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge