საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 685 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ხოლო კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 649 430 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 628 643, გარდაიცვალა 16 758 პაციენტი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge