სენაკის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში მამაკაცის ცხედარი ნახეს. გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული, უკრაინის მოქალაქეა, რომელიც რამდენიმე წელია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში მარტო ცხოვრობს.

რა გახდა დანაშაულის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მამაკაცს სამაშველო სამსახურები და ადგილობრივები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ”კვირა ” დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები