მათე ფუტკარაძე – 31%, რამაზ ჯინჭარაძე – 69 % – ბათუმის 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი პირველადი მონაცემები

ცესკო-ს სპიკერი, ნათია იოსელიანი ბათუმის 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარ პირველად მონაცემებს ასაჯაროებს.

“ბათუმის 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი პირველადი მონაცემები არის შემდეგი:

ნომერი 5, მათე ფუტკარაძე – 3 233 ხმა, რაც გახლავთ 31%
რამაზ ჯინჭარაძე, ნომერი 41 – 7 190 ხმა, რაც გახლავთ 69 %
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის წინასწარი პირველადი მონაცემები და ის უკვე ასახულია ცესკო-ს ვებგვერდზე. რა თქმა უნდა, ბათუმის 14-ვე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ბიულეტენებს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაითვლიან. სწორედ ეს იქნება იურიდიული ძალის მქონე მონაცემები. ასევე, განხორციელდება აღნიშნული პროცესის ფოტო-ვიდეო გადაღება”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები