ხანძარი წალენჯიხაში – ნაკიფუში ცეცხლი ეკალბარდებს მოედო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ეკალბარდები იწვის. მერის მოადგილის თამარ ბელქანიას განცხადებით, მობილიზებულია სახანძრო – სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. მისი თქმით, ბოლო ორი დღეა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კერაზე ცეცხლი ჩნდება.
”მოსახლეობას მეტი სიფხიზლისა და სიფრთხილისაკენ მოვუწოდებთ”, – აცხადებს მერის მოადგილე.
ცნობისთვის, დღეს დილით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საჩინოში სახნავ-სათესი მიწები დაიწვა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები