თეა გოდოლაძის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერი დინამიკაშია და ახალი ნაპრალები გაჩნდა.

მისი თქმით, წერტილოვნად ჩატარებული გამაგრებული სამუშაოები მთლიან სხეულს ვერ უშველის.

ვაშლიჯვარში არსებულ ვითარებას წერილობით გამოეხმაურნენ თბილისის მერიაში და აცხადებენ, რომ ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაში ახალი ნაპრალები არ შეინიშნება, არსებობს ძველი ნაპრალები, რომელიც თიხით იყო შევსებული, თოვლის და წვიმის ზემოქმედებით თიხისგან გადაირეცხა, რაც ბუნებრივი პროცესია და საჭიროებს პერიოდულ შევსებას.

მერიის ინფორმაციით, მეწყრული ფერდი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებას არ განიცდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები