რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები იმართება

დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავის 84 და გარდაბნის 33 უბანზე ირჩევენ, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს – 14 საარჩევნო უბანზე.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის. ესენია: პარტია „მამუკა ტუსკაძე ‐ სოციალური სამართლიანობისათვის“
მამუკა ტუსკაძე,
„ქართულ ოცნება“ – ირაკლი შატაკიშვილი,
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიას“ კი კამალ მურადხანოვი.

№12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 139 989 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

რაც შეეხება ბათუმს, ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის უწევთ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მათე ფუტკარაძე, ხოლო „ქართულ ოცნებას“ რამაზ ჯინჭარაძე წარმოადგენს.

№79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები 13:00, 18:00 და 21:00 საათზე არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები