დავით ქართველიშვილი – ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური “კრემლი” ორკესტრირებულად ებრძვის “დასავლურ ფასეულობათა შუქურას”

უკრაინის მოქალაქეს დედამიწის ზურგზე რჩება მხოლოდ “შარიათის სასამართლოს” იმედი და არაა გამორიცხული, სააკაშვილის ადვოკატებმა ავღანეთის თალიბანისკენ აიღონ გეზი, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის საჩივრის განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ, რომელიც  შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური “კრემლი” ორკესტრირებულად ებრძვის “დასავლურ ფასეულობათა შუქურას”.

“პუტინის პატიმრის” მიმართ ქართულ პენიტენციურ სისტემაში “არაადამიანურ” მოპყრობასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი, ივანიშვილის მიერ “მოსყიდულმა” ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ – განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო. ალბათ პუტინის აგრესიის მიმართ “შიშის” გამო. ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური “კრემლი” ორკესტრირებულად ებრძვის “დასავლურ ფასეულობათა შუქურას”. მასე ყოველ ჯერზე მოხდება – როდესაც მის მიერ წამოწყებულ საქმეებს: “სააკაშვილი – საქართველოს წინააღმდეგ” ჰქვია. როგორც წესი – საქართველო იმარჯვებს. ამჟამად უკრაინის მოქალაქეს დედამიწის ზურგზე რჩება მხოლოდ “შარიათის სასამართლოს” იმედი და არაა გამორიცხული, სააკაშვილის ადვოკატებმა ავღანეთის თალიბანისკენ აიღონ გეზი“, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები