შარლ მიშელი: ჩინეთი თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე
ჩინეთი თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირი-ჩინეთის ვირტუალური სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების გვერდის ავლის ან რუსეთისთვის დახმარების გაწევის ნებისმიერი მცდელობა ომს გაახანგრძლივებს.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა აგვეხსნა ევროკავშირის პოზიცია. ჩინეთს მოვუწოდეთ, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ყველა ძალისხმევაში, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად კეთდება.
ჩვენ ასევე ფხიზლად მოვეკიდებით რუსეთისთვის ფინანსური ან სამხედრო დახმარების გაწევის მცდელობებს. თუმცა, ევროპელები და საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება ჩინეთის პოზიტიურ ნაბიჯებს ომის დასრულების თვალსაზრისით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ამასთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი და ევროკავშირი თანხმდებიან რომ ომი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მსოფლიო ეკონომიკას.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge