30-წლიანი წყვეტის შემდეგ, 2021 წელს კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პროექტის “ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება” ფარგლებში სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის პირველ ეტაპზე (2021 წლის აგვისტოში) სამინისტრომ 25 ქართველი მხატვრის 37 ნამუშევარი შეიძინა.
ეს მხატვრებია: დავით ალექსიძე, ბესიკ არბოლიშვილი, იური ბერიშვილი, ლევან ჭოღოშვილი, ზურაბ გიკაშვილი, გია გუგუშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, დავით კრაწაშვილი, ჯემალ კუხალაშვილი, გია ლორია, გოგა მაღლაკელიძე, ქეთი მატაბელი, კოტე სულაბერიძე, თამარ მელიქიშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, მიშა შენგელია, ლია შველიძე, მაია ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, უშანგი ხუმარაშვილი, გია ხუციშვილი, მამუკა ჯაფარიძე, თემურ ჯავახიშვილი, კოტე ჯინჭარაძე. მოცემული ნამუშევრები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდში დაიდებს ბინას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები