საჩხერეში ცხამის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა, სოფელ ცხამის ამბულატორიაში, ადგილობრივ და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარა: კარდიოლოგიაში, გინეკოლოგიაში, ქირურგიაში, უროლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, ნევროლოგიაში, ტრავმატოლოგიასა და ექოსკოპიაში.

,,სოფელი ცხამი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია. გახანგრძლივებული ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, დღევანდელი აქცია ადგილობრივი მოსახლეობისათვის მეტად დროული და საჭირო იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ტრანსპორტირება, მათი ამბულატორიამდე მიყვანა და ადგილზე დაბრუნება უზრუნველყო. უფასო სამედიცინო კვლევები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება, რასაც სამედიცინო ცენტრი უზრუნველყოფს, თვითმმართველობა კი მზადაა მოსახლეობის სასიკეთოდ ყველა აქციასა და ინიციატივას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა საჩხერის მერმა, ლევან ივანაშვილმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები