წალენჯიხაში სახნავ-სათესებზე გაჩენილი ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ეკალბარდები დაიწვა. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობდა

როგორც “კვირას” შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

“მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები