თბილისში უკრაინელი ლტოლვილი გაქურდეს
თბილისში უკრაინელი ლტოლვილი გაქურდეს.
როგორც ელიზავეტა ფილოტა სოციალურ ქსელში წერს, წაღებულია 6 500 დოლარის ღირებულების ტექნიკა, რომელსაც სამსახურისთვის იყენებდა.
“მოიპარეს მთელი ტექნიკა, რაც რუბეჟნოეში, ლუგანსკის ოლქში გადავარჩინე. ამოატრიალეს მთელი მანქანა”, – წერს ელიზავეტა ფილოტა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე ქურდობის მუხლით არის დაწყებული.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge