პენტაგონი: რუსული ჯარის ნაწილობრივ გაყვანის მიუხედავად, კიევს საფრთხე მაინც ემუქრება
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსული ჯარების ნაწილობრივი გაყვანის მიუხედავად, კიევს საფრთხე ისევ ემუქრება.
ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, იტყობინება “ამერიკის ხმა”.
„კიევს საფრთხე ისევ ემუქრება, საჰაერო თავდასხმები გრძელდება“, – თქვა მან.
პენტაგონში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ჯარის გადაადგილებაში „უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში განსაკუთრებული სხვაობა არ შემჩნეულა. ამ წუთის მდგომარეობით, მასობრივი გააადგილება არ შეინიშნება”.
მისივე თქმით, რუსი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთება დაბალ დონეზეა.
„ჩვენ კვლავ ვაფიქსირებთ პრობლემებს ქვედანაყოფების ერთიანობასთან, ხელმძღვანელობასთან კონტროლთან დაკავშირებით”, – თქვა მან.
პენტაგონში აცხადებენ, რომ ”ეს არის არმია, რომელსაც არ ჰყავს უნტერ-ოფიცერთა კორპუსი, როგორც დასავლეთში, ამიტომ მასში არ არის მცირე ქვედანაყოფების ეფექტური მეთაურობა და თქვენ ყველაზე დაბალ დონეზე, რაიმე ინიციატივებს არც კი დაინახავთ”. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge