ანჯელინა ჯოლიმ რომის საავადმყოფოში უკრაინელი ბავშვები მოინახულა
ჰოლივუდის მსახიობი, ანჯელინა ჯოლი უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს რომის Bambino Gesù-ის ჰოსპიტალში ეწვია. ინფორმაციას იტალიური სააგენტო ANSA ავრცელებს.
”მე ვლოცულობ ომის დასასრულისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, რომ შეჩერდეს ტანჯვა. საშინელებაა იმის ხილვა, რომ ბავშვები იხდიან ფასს დაკარგული სიცოცხლის, დაზიანებული ჯანმრთელობისა და ტრავმის სახით“, – აღნიშნა ჯოლიმ ჟურნალისტებსთან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge