ევროკავშირი საქართველოს 46 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის ხელმძღვანელობით ევროკავშირის მისიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 46 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის საკითხი. სამინისტროს ცნობით, თანხა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ნაწილია, რომელიც ევროკავშირის მიერ გამოეყოფათ პარტნიორ ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ თანხიდან ნახევარი გრანტის სახით გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები