სრულად ვართ შესაბამისობაში ფინანსურ სანქციებთან, რომელსაც აწესებს საერთაშორისო საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დანიელ კოლეგასთან, იეპე კოფოდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველ ყოვლისა, საქართველომ გააკეთა ყველაფერი ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად საერთაშორისო პლატფორმებზე, გაერო-ს უშიშროების საბჭოში, გენერალურ ასამბლეაზე, ორივე რეზოლუცია მხარდაჭერილი იყო საქართველოს მიერ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ორივე ინიციატივას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეტანილიყო საქმე 38 ქვეყანასთან ერთად. საქართველო იყო 44-იანი ჯგუფის წევრი. ევროკავშირის განცხადებასთან ერთად, ჩვენ ლუგანსკისა და დონეცკის წინააღმდეგ სანქციებს შევუერთდით 2014 წელს. სრულად ვართ შესაბამისობაში ფინანსურ სანქციებთან, რომელსაც აწესებს საერთაშორისო საზოგადოება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ საქართველო თავის ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge