როგორი ეპიდვითარებაა თბილისსა და რეგიონებში – 31 მარტის კოვიდსტატისტიკა

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 626 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 540 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.9%. განახლებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

“Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 537 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 089 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 648 264.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.75%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 540 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 624 993.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 745 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 58, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 21, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 6 482 საიდანაც,

535 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 293, აჭარაში – 41, იმერეთში – 93.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 137 პირი, მათ შორის, თბილისში – 76, აჭარაში – 23, იმერეთში – 17.

5 947 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები